თარგმანი: არა დაყოვნებით ვლენ, არამედ უმოსწრაფეს ელვისა ჰკრთებიან ქადაგებასა შინა ღმრთისასა. ამისთჳსცა, ვითარცა სულისა მიერ გამორჩეულთა, სრულ-ყვეს რაჲ ბრძანებაჲ მისი და ჰმსახურეს ნებასა მისსა, წინამძღურობითა მისითა კუალად-იქცეს მუნვე ანტიოქიად, ვინაჲ-იგი წარმოსრულ იყვნეს. და მო-რაჲ-ვიდეს, არარას თავით თჳსით იქადდეს, არამედ ყოველსავე მადლისა მიერ ღმრთისა ქმნილად იტყოდეს მათ თანა, ესე იგი არს - თავს-დებასა ჭირთა და დევნულებათა და ქოლვათასა, რომელთა მიერ განუღო ღმერთმან წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. ესრეთ მდაბალ იყო გონებაჲ მათი, რომელ მოწაფეთა მითხრობად არა უღირს-იჩენდეს ყოველსავე მას, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:24
23. და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა.24. და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფილიად;25. და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს ატალიად;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14