თარგმანი: არა ყოვლითურთ საღმრთოსა მადლსა ოდენ ჰგებენ, არამედ თჳსითაცა მოსწრაფებითა სახესა მისცემენ მორწმუნეთა, რაჲთა ყოველსა საქმესა ჩუენსა მარხვით და ლოცვით აღვასრულებდეთ. ამისთჳს რაჟამს პავლეს გამოარჩევდეს და ჴელთა დაასხმიდეს, პირველად იმარხეს ჴელთდამსხმელთა მათ და აწ კუალად პავლე და ბარნაბა ლოცვით და მარხვით ყვეს ჴელთდასხმაჲ ხუცესთაჲ და შევედრებაჲ მორწმუნეთაჲ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ სამარიას და ანტიოქიას და კჳპრეს ამისთჳს არა უკურთხევდეს ხუცესთა, რამეთუ ესენი მახლობელ იყვნეს იერუსალემისა, სადა-იგი იყვნეს ათორმეტნი ჯეროვნად განმგებელნი ესევითარისანი. ხოლო აწინდელთა ამათ ქალაქთა ეკლესიად-ეკლესიად დაუდგინნეს ხუცესნი შორიელობისათჳს, რამეთუ თჳთ მებრვე ამისთჳს უბრძანა სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე პავლე და ბარნაბა (საქმე მოც. 13,2), რაჲთა სრულ ყვნენ იგინი მაშინდელსა მას ჴელთდასხმასა პატივითა ეპისკოპოსობისაჲთა. და ვინაჲთგან მიეცა პავლეს და ბარნაბას პატივი ეპისკოპოსობისაჲ, ამისთჳს აწ ჴელთა დაასხმიდეს იგინი ხუცესთა ეკლესიათასა, რამეთუ მაშინ ჯერეთ ათორმეტთაგან ოდენ და არა სხუათაცა მიერ ჴელნი დაესხმოდეს ხუცესთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:23
22. და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.23. და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა.24. და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფილიად;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14