თარგმანი: თქუეს ვიეთმე მწვალებელთა, ვითარმედ დაკნინება სულისა არს სიტყუაჲ ესე, რომელ კაცთა თანა ჯერ-უჩნს მასცა. არამედ შენ, საყუარელო, მიიხუენ ჩემგან სამნი ისარნი კაპარჭთაგან წმიდათა წერილთაჲსა მოღებულნი, რომლითა სასიკუდინედ მოსწყლნე იგინი, და ჰრქუა: უკუეთუ სიტყჳთა ამით, ვითარმედ "ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" — დააკნინებ სულსა წმიდასა, ჵ მბრძოლო სულისაო, ვითარმედ მონა არს მონათა თანა აღრიცხული იგი, ჟამი არს შენდა, რაჲთა თჳთ ღმერთი მამაჲცა სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: "ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესსა" () და ვითარმედ "შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან" () და ვითარმედ "მახჳლი უფლისაჲ და მახჳლი გედეონისი" (). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე — მოსე სამოელ და გედეონ — არა ვითარცა ერთ-პატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა, ვითარცა ლიტონნი კაცნი სულისა თანა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:28
27. წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე.28. რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან:29. განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15