თარგმანი: ცეცხლებრ მჴურვალებასა პავლესსა საცნაურ ჰყოფს სიტყუაჲ ესე მოხილვისაჲ, ვითარ ელმოდა მათთჳს რომელნი-იგი ქრისტეს მიერ სახარებითა ეშვნეს, ნუ-უკუე და არა წესიერად ვიდოდინ გზათა შინა საღმრთოჲსა მოქალაქობისათა, რომელი-ესე ჩუენდა უმეტეს დასაშჯელ არს, ვითარ რომელსა იგინი ჰყოფდეს შრომით და სლვით გზათა გრძელთა, ჩუენ არცაღა წიგნებითა ვაჩუენებთ ზრუნვასა და განმტკიცებასა სამწყსოთასა.
35. ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა.36. შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან.37. ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15