და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ შჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. და ვითარ-იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა-მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათჳს (15,1-2).
თარგმანი: რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყის ყოველი, წინაჲსწარ-მცნობელობამან სულისამან, მანვე ასწრაფა აწ პავლეს და ბარნაბას მოქცევაჲ ანტიოქიად, და მრავალ ჟამ ყოფაჲ მოწაფეთა მათ თანა სიდიდისათჳს მის ქალაქისა, რაჲთა მზად დახუდენ იგინი იერუსალემით მომავალთა განმდრეკელთა წინა-განწყობად ძლიერებითა სიტყუათა თჳსთაჲთა. ხოლო წინააღმდგომნი იგი იყვნეს ახალ-მორწმუნენი ვინმე ფარისეველთაგანნი, რომელნი წინაუკუმო ქადაგებდეს, რამეთუ არა წინა-დაუცუეთელობითა, არამედ წინა-დაცუეთილებითა ოდენ შეუძლებელ იყო ცხორებაჲ. ამისთჳსცა ჯეროვნად ყვეს მყოფთა ანტიოქიისათა არა ლიტონთაჲ ვიეთიმე, არამედ პავლეს და ბარნაბაჲს წარვლინებაჲ იერუსალემდ, გამოძიებად საქმისა ამის წინაშე მოციძულთა, რამეთუ მაშინდელნი იგი მორწმუნენი არა მსგავს...