მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:13

12. და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ. ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე.13. და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.14. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
13. და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ, და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს (16,13).:

თარგმანი: არა ხოლო შესაკრებელთა, არამედ სხუათაცა თჳსაგან მყუდროთა ადგილთა განაჩინებდიან ჰურიანი ადგიდ ლოცვისა, ვითარ-ესე აწ აქა ფილიპპეს შინა. საგონებელ არს, ვითარმედ შესაკრებელიცა არავე აქუნდა. ამისთჳს ღონედ მოეპოვა ადგილი იგი მდინარის კიდისაჲ, ვითარცა გარეგანი შფოთთაგან ქალაქისათა, რამეთუ ვინაჲთგან უსრულ იყო გულისჴმის-ყოფაჲ ჰურიათაჲ, ამისთჳს ადგილთა შინა შემოწერილად ჰგონებდეს ღმერთსა, და მუნ მხოლოდ საგონებელ უჩნდა მის მიერ ლოცვათა შეწირვაჲ, სადა-იგი განეჩინის მათ ადგილი სალოცველი. ამისთჳს პავლე მოწფებითურთ, რეცა ვითარცა ჰურიაჲ, განვიდა მუნ დღესა შაბათთასა, რამეთუ ყოველსა უქმსა დღესასწაულსა შაბათ უწოდდიან. ამისთჳს პოვა ჟამად მარჯუედ უქმებაჲ იგი, რაჲთა ასწავოს დედათა მუნ მისრულთა და მოცალეთა უქმებისათჳს დღისა მის. ესრეთ ვითარცა ჰურიათაგანი დაჯდა მოქცევად ჰურიათა სარწმუნოებასა ქრისტესსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის