1.მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,2.რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.3.ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი.4.და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს შინა.5.ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ.6.და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა,7.მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან.8.და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად.9.და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ.10.და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.11.აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ, და ხვალისაგან – ახალქალაქად,12.და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ. ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე.13.და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.14.და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.15.და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ.16.და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.17.ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა.18.და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა.19.ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა.20.და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან21.და მითხრობენ სჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავს-დებად, არცა ქმნად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ.22.და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ.23.და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი;24.და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა.25.და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი.26.მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.27.და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.28.ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ.29.ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას30.და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?31.ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.32.და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა.33.და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა;34.მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.35.და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად.36.მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით!37.ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ.38.მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან.39.და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან.40.იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა, და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.
მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).
თარგმანი: დერბე არს ციხე ისავრიაჲსაჲ, აღშენებული კაცთა მიერ ლტოლვილთა სიყმილისაგან, რომელნი იზარდებოდეს მწუერვალთაგან ხეთაჲსა, ხოლო უკუანაჲსკნელ აღეშენა იგი ქალაქად კაცთა მიერ ლუკაონელთა. და ლუსტრაჲ არს სოფელი იკონიაჲსაჲ, ხოლო იკონიაჲ — ქალაქი ლუკაონიაჲსაჲ, საზღვართა ზედა ტავროჲსათა, შორის...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წერილ არს: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (4,4).:
...ეჰრისხნა, ამას ესევითარსავე ღაღადებდეს რაჲ, დაღაცათუ რომელსა-იგი იტყოდეს, არა ბოროტ იყო, არამედ უფროჲსად კეთილ და საჴმარ; არამედ რაჲთა სრულიად შეურაცხ-ყვნეს იგინი და შორს-ყოს ჩუენგან ზრახვაჲ მათი და გუასწაოს ჩუენ სრულიადი მათა მიმართ მტერობაჲ, ამისთჳს სდევნიდა მათ და პირსა დაუყოფდა და დუმილსა უბრძანებდა.
ამისთჳსვე წესისა და ამისვე სახისათჳს არცა აქა თავს-იდვა სიტყუაჲ მისი, არამედ ჰრქუა მას: „არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ხოლო ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თჳნიერ პურისაცა სიტყჳთა თჳსითა გამოზრდად მშიერისა. ძუელისა წერილისაგან მოართუა მას წამებაჲ, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ, გინა თუ გუშიოდის, გინა თუ სხუასა რასმე ძნელოვანსა მივეცნეთ, არაოდეს განყენებად სასოებისაგან ღმრთისა.
ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: რად არა, რომელი-იგი ვითარცა შეუძლებელი მტერმან წინაუყო გამოსაცდელად, - გარდაქცევაჲ ქვათაჲ პურად, - ქმნა ესე უფალმან, რაჲთამცა უმეტესად ჰრცხუენა მას? ვჰრქუა ესევითარისა მეტყუელთა მათ, ვითარმედ: რაჲსათჳსმცა ქმნა ესე? არა თუ ეშმაკსა სარწმუნოებად მოსლვად ეგულებოდა და ამისთჳს ეძიებდა სასწაულისა მის ხილვად, არამედ რაჲთა უკუეთუ ქმნას სასწაული იგი, ანუ შეუძლოს ცნობად,...
მოციქულისაჲ: ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (12,3).:
...ცოფებული და განლიგებული.
იტყჳან მრავალგზის ეშმაკეულნიცა და თჳთ ეშმაკნი სახელსა იესუჲსსა, არა ნებსით, არამედ მძლავრ გუემით იძულებულნი, ვითარ-იგი: "გიცით შენ, ვინ ხარ, — ძე ღმრთისაჲ" (). და კუალად, პავლეს და მისთანათა ეტყოდეს: "ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი" (). ხოლო ნებსით არაოდეს იტყჳან და ვერცა იტყჳან. ხოლო კუალად არიან კათაკუმეველნი, რომელნი სახელ-სდებენ უფალსა იესუს, არამედ ჯერეთ არღა მიუღებიეს ნიჭი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ არა ესევითართა მათთჳს არს, არამედ ურწმუნოთა და მორწმუნეთათჳს. რამეთუ ურწმუნოჲ იგი არს, რომელი ანუ ყოვლად არა აჴსენებდეს სახელსა უფლისა იესუჲსსა, ანუ დაღაცათუ აჴსენებდეს, - არა სადიდებელად, არამედ საგმობელად; რომლისა ნაცვალად აწ მოციქულმან თქუა, ვითარცა პირითა მისითა, — "შეჩუენებულ იესუ", რომელ-ესე გმობასა მოასწავებს. ესევითარი იგი დაღაცათუ რასმე წინაჲსწარმეტყუელებდეს, ცხად არს, ვითარმედ საეშმაკოჲთა სულითა წინაჲსწარმეტყუელებს. ამისთჳსცა არა წინაჲსწარმეტყუელ, არამედ ცრუწინაჲსწარმეტყუელ სახელ-ედების. ხოლო მორწმუნე იგი არს, რომელი ყოველსავე, რასაცა იტყოდის, სადიდებელად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა იტყოდის. ესევითარ...
...იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა უფლის მიმართ. „და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა" (). დავითი, სამეფო ღირსებითა და გვირგვინით შემოსილი, მთელ ცხოვრებას ცრემლებსა და ლოცვაში ატარებდა; მოციქული, მესამე ცამდე აყვანილი, გამოუთქმელ საიდუმლოთა ღირსი, ბორკილებში ყოფნისას, შუაღამეს ლოცვებსა და ქებას აღავლენდა უფლისადმი. მეფეც შუაღამეს ადგებოდა და აღსარებას ამბობდა, მოციქულებიც შუაღამეს გულმოდგინე ლოცვებსა და ქებას აღავლენდნენ. მათ მოვბაძოთ ჩვენც, ჩვენი ცხოვრება მუდმივი ლოცვებით მოვზღუდოთ; და ნურაფერი იქნება ჩვენთვის ამის ხელისშემშლელი, — მართლაც, ვერაფერი შეგვიშლის, თუ თავად ვიქნებით ფხიზლად. ხომ არ გვჭირდება ამისთვის განსაკუთრებული ადგილი ან დრო? ყველა ადგილი და ყველა დრო ხელსაყრელია ჩვენთვის ლოცვისთვის. მართლაც ისმინე, რას ამბობს ამავე ქვეყნიერების მოძღვარი: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). თუ შე...