თარგმანი: შფოთებისა მის ერისა დასაცხრომელ ყვეს ერისთავთა მათ მოპებაჲ იგი სამოსელთაჲ და ცემით წყლულებათა დასხმაჲ მოციქულთა ზედა, ხოლო რაჟამს ამით მოამდოვრნეს განძჳნებულნი იგი, მერმე საპყრობილედ მისცნეს, რაჲთა სხუასა ჟამსა გამოიკითხონ საქმე მათი; არამედ მცნებაჲ იგი კრძალულებით დაცვისაჲ და უშინაგანესსა საპყრობილესა დასხმაჲ ჴუნდითა ამისთჳს ყვეს, რამეთუ უწყოდეს მათთჳს, ვითარმედ ზეშთ არიან საზომსა კაცთასა და შემძლებელ საკჳრველებით განრომად. ხოლო ღმერთმან მიუშუა ქმნად ამის ყოვლისა, რაჲთა უმეტესითა საკჳრველებითა ადიდნეს მისთჳს პყრობილნი იგი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:22
21. და მითხრობენ სჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავს-დებად, არცა ქმნად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ.22. და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ.23. და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16