მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:27

26. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.27. და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.28. ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
27. და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. ჴმა უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რა რას შეიმთხუევ თავსა შენსა ბოროტსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ (16,27-28).:

თარგმანი: ამისთჳს არა ნათელი გამობრწყინდა საპყრობილესა მას შინა, რაჲთა ვერ იხილონ პყრობილთა მათ განჴსნაჲ თავთა თჳსთაჲ რამეთუ, უკუეთუ მრავალ-გზის უქმნიეს პყრობილთა განჴურეტაჲ კედლისა და სართულისაჲ და კრულთა გარდავლაჲ ზღუდეთაჲ, რაჲღამცა ექმნა ამათ, ეხილნეს-თუ-მცა კარნი განხუმულნი და საკრველნი დაჴსნილნი და მესაპყრობილე მძინარე! ამისთჳს პავლე ხოლო ხედვიდა ყოველსავე, ვინაჲცა ჴმა-უყო და დააყენა მესაპყრობილე იგი მოკლვისაგან თავისა თჳსისა, უწყებითა ყოველთავე მუნ შინავე ყოფისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის