თარგმანი: ამის სახისა მიერ გუესწავების თჳთმფლობელობაჲ კაცთაჲ, რამეთუ აჰა ყოველთავე იხილეს სასწაული ესე, არამედ მესაპყრობილე ოდენ მოიქცა სახლეულითურთ, ხოლო პყრობილნი იგი, რომელთა ზედა იქმნა უმეტესი იგი სასწაული საკრველთაგან განჴსნისაჲ, დაშთეს ურწმუნოებასავე შინა, რაჲთა საპყრობილე ესე პავლესი გამოგითარგმანებდეს საქმესა მას სულთა საპყრობილისა — ჯოჯოხეთისასა, რამეთუ ვითარ-ესე აქა ყოველთა იხილეს სასწაული, ხოლო მესაპყრობილესა ოდენ ჰრწმენა და პყრობილნი იგი დაშთეს ურწმუნოებასა შინა. ეგრეთვე ჯოჯოხეთს ყოველთათჳს შთავიდა ქრისტე, ხოლო რომელთა ჰრწმენა მისი, იგინი ოდენ გამოვიდეს მის თანა და ურწმუნოდ დაშთომილნი ჯოჯოხეთსცა შინა დაშთომილ იქმნნეს. გარნა შენ იხილე მოციქულთაჲ, ვითარ ყოველსა ადგილსა პირველად განსწავლიან სარწმუნოებასა და ეგრეთღა ნათელ-სცემენ, ვითარ-ესე აწ ყო პავლე. რამეთუ ესე მესაპყრობილე იგი სტეფანა არს, რომლისათჳს დასწერს მოციქული, ვითარმედ: ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახლსა. ამან სახლეულითურთ ისწრაფეს და განბანნეს მოციქულნი ნაგუემთაგან ჴორციელთა. ხოლო თჳთ მათ მიერ განიბანნეს ნაგუემთაგან სულიერთა, რამეთუ ესევითარი მჴურვალებაჲ მოიგო...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:34
33. და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა;34. მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.35. და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16