თარგმანი: მისონი არს სოფელი გალატიისაჲ, ხოლო ბითჳნიაჲ — ქუეყანაჲ პონტოჲსაჲ. ამათ ბითჳნიელთა და ასიელთა სიტყუად დააყენა მოციქულნი სულმან წმიდამან, რამეთუ წინაჲსწარ უწყოდა, ვითარმედ ამათ ადგილთა შინა მიიღებს ფლობასა წვალებაჲ მბრძოლთა სულისა წმიდისათაჲ.
6. და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა,7. მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან.8. და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16