მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:12

11. რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს.12. მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა.13. ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17
12. მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არა მცირედსა (17,12).:

თარგმანი: აქა აღესრულა სიტყუაჲ იგი პავლესი, ვითარმედ: მსახურებაჲ ჩემი ვადიდო, ნუ სადა ვაშურვო ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი; რამეთუ ამით ჭეშმარიტად იდიდა წარმართთა მიმართი იგი მსახურებაჲ პავლეს მოციქულებისაჲ, რაჟამს წარმართთა მოქცევითა აღაშურვნა და აღაბაძვნა ჴორცად მისსა წოდებულნი იგი ჰურიანი, და ესრეთ მოუჴდეს სარწმუნოებასა ქრისტესსა და ცხონდეს, რამეთუ აჰა მრავალთა მათგანთაცა ჰრწმენა სარწმუნოებად მოსლვასა თანა წარმართთა მამებისა და დედებისასა, და ესრეთ ცხონდეს ზოგად ყოველნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის