თარგმანი: იხილე, ვითარ არა ჴმა-იყოფს მოციქული თავსა თჳსსა მარტოდ ქადაგებასა შინა საღმრთოსა, არამედ ასწრაფებს მისლვად ტიმოთესცა და შილას, რამეთუ დიდ იყო სახელოვნებაჲ ელადისაჲ, რომელსა შინა მიისწრაფდეს ქადაგებად, და არა ყოველთა ადგილთა სასწაულსა ჰყოფენ, რამეთუ არა სწორ არს სასწაულთმოქმედებითა ძლევაჲ დევნულებათა და ჭირთა მიერსა ძლევასა წინა-აღმდგომთასა, რომლისა მიერ ძალი ღმრთისაჲ უძლურებასა შინა გამოჩნდების, რაჟამს უძლურთა მიერ და დევნულთა მძლე ექმნეს ძლიერთა და მდევართა, ვითარცა ყოვლად ძლიერი ყოველსავე შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:15
14. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს.15. და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.16. ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17