თარგმანი: ესე არს უმეტესი დაუპყრობელობაჲ რისხვისა და შურისაჲ, რაჟამს ქალაქითი-ქალაქად მისდევდეს პავლეს ჰურიანი, რაჲთა მუნცა შფოთი აღუტეხონ, ხოლო მუნ მყოფნი იგი მორწმუნენი ძმანი კრძალულებით წარჰგზავნიან ზღჳთ, რაჲთა ვერ ჴელთ-იგდონ მდევართა, და პავლეს ოდენ მარტოდ, რამეთუ მისსა მიმართ იყო ყოველი შური მათი. ესრეთ უკუე არა ყოველსა ადგილსა მადლისა მიერ, არამედ კაცობრივითაცა ღონითა იჴსნებოდეს მოციქულნი მდევართაგან, ვითარ-ესე აწ პავლე ღამე სივლტოლითა თავსა თჳსსა დაიმდაბლებს და იჩემებს რეცა მოშიშებასა და უძლურებასა, ძლიერი იგი ყოველსავე შინა განმაძლიერებელისა მისისა ქრისტეს მიერ, და ჩუენ გუასწავებს, რაჲთა არა უდებ-ვჰყოფდეთ კაცობრივსაცა ღონესა კრძალულებით ლტოლვად განსაცდელთაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:14
13. ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას.14. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს.15. და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17