მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:17

16. ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა.17. ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.18. რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17
17. ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ჰხედვიდა რაჲ კერპთმსახურებასა მის ქალაქისასა, ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს, და უბანთა ზედა ყოველსა დღესა, რომელთა-იგი შეემთხუეოდა (17,16-17).:

თარგმანი: განგებულებით იქმნა დაყოვნებაჲ პავლესი ათინას შინა, რაჲთა უმრავლესი ჟამი დაყოს მუნ, მოლოდებისათჳს მოწაფეთაჲსა, და უმეტეს სარგებელ ეყოს ქალაქსა მას, რამეთუ ესე იგი ჟამი არს, რომლისათჳს მისწერს თესალონიკელთა მიმართ, ვითარმედ: ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა, და მივავლინე თქუენდა ტიმოთე. ცხად არს, ვითარმედ ბერიაჲთ რაჲ წარმოვიდოდა მოციქული, მაშინ წარავლინა ტიმოთე მოხილვად თესალონიკელთა მათ ძმათა, და თავადი მარტოჲ მიელოდა მას ათინას შინა. და მწუხარე იყო სულითა, ხედვიდა რაჲ კერპთმსახურებასა ესოდენ სიბრძნესა ზედა განთქუმულისა ქალაქისასა. ამისთჳს ასწავებდა შესაკრებელსა შინა ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს. ესე იგი იყვნეს მწირნი, რომელნი-იგი არა ნათესავისაგან ჰურიათაჲსა იყვნეს, არამედ შჯულსა ზედა ჰურიათასა იყვნეს; და კუალად უბანთაცა ზედა, რომელთა დაემთხუეოდა, არცა ერთისა ვის უნდოჲსა მიმართ უღირს-იჩენდა ქადაგებად, რაჲთა ყოველთა ზედა განჰფინოს სიტყუაჲ ცხორებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის