მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:18

17. ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.18. რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.19. შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17
18. რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა ყვეს მის თანა და რომელნიმე იტყოდეს: რაჲ-მე ჰნებავს თესლისმეტყუელსა ამას სიტყუად? (17,18).:

თარგმანი: ესე ეპიკურელნი თჳთ-ფლობით დაამტკიცებენ ყოფასა არსთასა, ვითარმედ არავისგან დაბადებულ, არამედ თავით თჳსით თჳთმყოფნ არიან. ხოლო სტოჲსა ფილოსოფოსნი ნეტარებად უწოდენ გულის-თქუმათა აღსრულებასა. გარნა შენ იხილე ესევითართა მათ ზუაობით შეცთომილთაჲ, ვითარ ისმენდეს და არა გარე-მიაქცევდეს პავლეს სიტყუათა; რამეთუ, დაღაცათუ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს მათ, არამედ არარასვე იქმოდეს გინებით და შეურაცხ-ყოფით, რაჲთა არა უცხოდ გამოჩნდენ წესისაგან ფილოსოფოსთაჲსა. ხოლო თესლის-მეტყუელ გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თესლის მკრებელ უწოდენ მას, მფრინვლისა მისგან მცირისა, რომელი გზათა ზედა კრებს თესლსა რასმე დაცჳვნებულსა. რამეთუ ესე არს ჩუეულებაჲ გარეშეთაჲ, რაჲთა თესლის-მეტყუელ და თესლის მკრებელ უწოდონ კაცსა ენავრცელსა, სიტყუა-მრავალსა და ურგებად მზრახვალსა, ვითარმცა საზრდელი არა აქუნდა და სიყმილისაგან კრებდა მარცუალსა თესლისასა. ესე იგი არს, რაჟამს კაცმან ჯეროვნისა რაჲსმე თქუმაჲ არა იცოდის უსწავლელობისაგან და ნათხოვთა რათმე მწულილთა ურგებისა მომზრახობისათა მიმოიკრებდეს და თჳსად შეიკრებდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის