თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, ვინაჲთგან სიბრძნის სასწავლო იყო ქალაქი იგი, ამისთჳს ზოგად მკჳდრნი ქალაქისანი მოსწავლეთა თანა, უცხოჲთ მოსრულთა, მარადის ამისთჳს ოდენ მოცალე იყვნეს, რაჲთამცა ანუ ესმა, ანუ თქუეს რაჲმე უახლესი. გარნა ეგრეთცა არაჲვე ასმიოდა მათ ამისსა უახლესი, რომელსა პავლე ქადაგებდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:21
20. რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად.21. ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა.22. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17