თარგმანი: არა ძაგებად დადგა, არამედ ქებად, რამეთუ მრჩობლ ეშმაკეულებაჲ ათინელთა შორის ესრეთ გულისჴმა-იყოფებოდა, ვითარმცა მრჩობლ მოსწრაფე იყვნეს ზორვად ღმერთთა საცნაურთა და უცნაურთა. ამისთჳს სიმრავლესა ღმერთთა მათთასა ეშმაკ უწოდდეს, ვითარ-იგი ზემო თქუეს პავლესთჳს, ვითარმედ: "უცხოთა ეშმაკთა ჩანს მომთხრობელად", ესე იგი არს უცხოთა ღმერთთა; რამეთუ ესმა რაჲ სახელი იესუჲსი და აღდგომისაჲ ორთავე ღმრთად ჰგონებდეს.
21. ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა.22. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.23. რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17