მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:25

24. ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს,25. არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.26. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17
25. არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.
თავი კ̂ვ. ათინას შინა ბომონსა ზედა წერილისათჳს, რომლისა მიერ ქადაგა პავლე კადნიერებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აწ უკუე, რომელისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ, მას გახარებ თქუენ — ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისსამე იყო, რამეთუ იგი თავადი მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო (17,23-25).:

თარგმანი: პირველად უკუე სახისა მისგან სამსახურებელისა მათისა ასწავებს, ვითარმედ რომელსა-იგი უმეცრებით ჰმსახურებთ ცუდ-სახელთა ღმერთთა, მიერ ჭეშმარიტისა ღმრთისა მსახურებად მოგიყვანებ. რამეთუ ღმერთ ჭეშმარიტ იგი არს, რომელი არა ხოლო თჳთ დაუბადებელ, არამედ ყოველთა დამბადებელ იყოს, მპყრობელ და განმგებელ. ამით სიტყჳთა ჴელით ქმნულობასა კერპთასა ჰბასრობს და ეპიკურელთა საცთურსა დაჰჴსნის, რომელნი ზრახვიდეს თავით თჳსით მყოფობასა და განუგებელ ყოფასა არსთასა. ამისსა შემდგომად გარე-შემოუწერელობასა ღმრთისასა ქადაგებს და მისითა არა-მოქენეობითა კერპთა ჰბასრობს, რომელნი-იგი კაცობრივთა ჴელთა მოქენე არიან შემოქმედად და აღმმართებელად თჳსა. ხოლო ჭეშმარიტისა ღმრთისა საცნაურებაჲ ორითავე ამით იქმნების, რამეთუ იგი არა ვისსა მოქენე არს რაჲსამე, და უფროჲსღა, რამეთუ იგი მისცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა, ვითარცა ზოგად სულისა და ჴორცთა დამბადებელი და ყოვლით-კერძო ყოველთა მპყრობელი და მმართებელი. ამიერ დაემჴობვის პლატონის და ყოველთა წარმართთა სიბრძნისა განლაღებულებაჲ, რამეთუ რომელსა იგინი მოგონებადცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, ესე ქრისტეანეთა უწიგნოთა და სოფლიოთაცა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის