1.და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.2.და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან,3.გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით და ვითარმედ: ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ.4.და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ.5.ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.6.და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან,7.რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს.8.აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე.9.და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი.10.ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელთა ხოლო ჰურიათასა შევიდეს.11.რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს.12.მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა.13.ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას.14.მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს.15.და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.16.ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ კერპთ მსახურებასა მის ქალაქისასა.17.ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელთა-იგი შეემთხუეოდა.18.რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა-ყვეს მის თანა, და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მთხრობელ ესე. რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ.19.შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ?20.რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად.21.ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა.22.მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.23.რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,24.ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს,25.არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო.26.და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;27.და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ არცა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა,28.რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.29.აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად.30.რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;31.ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.32.ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა.33.და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა.34.ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონისიოს არეოპაგელი და დედაკაცი, სახელით დამარის, და სხუანი მათ თანა.
და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათდა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან, გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესსა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით, და ვითარმედ ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ (17,1-3).
თარგმანი: მარადის მცირეთა ქალაქთა თანა-წარჰჴდებოდეს და დიდთა მიმართ მივიდოდეს მოციქულნი, რაჲთა მიერ, ვითარ წყაროჲსაგან, ყოველთა გარემოთა ადგილთა...
მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ (17,22).
თარგმანი: არა ძაგებად დადგა, არამედ ქებად, რამეთუ მრჩობლ ეშმაკეულებაჲ ათინელთა შორის ესრეთ გულისჴმა-იყოფებოდა, ვითარმცა მრჩობლ მოსწრაფე იყვნეს ზორვად ღმერთთა საცნაურთა და უცნაურთა. ამისთჳს სიმრავლესა ღმერთთა მათთასა ეშმაკ უწოდდეს, ვითარ-იგი ზემო თქუეს პავლესთჳს, ვითარმედ: "უცხოთა ეშმაკთა ჩანს მომთხრობელად", ესე იგი არს უცხოთა ღმერთთა; რამეთუ ესმა რაჲ სახელი იესუჲსი და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ“ (26,25).:
...იყო, თუმცა არა შობილ იყო, რად შეუნდო შობად მისა ანუ სხუათა ყოველთავე უკეთურთა? გულისჴმა-ყავთ, კაცნო, რამეთუ ღმერთმან ყოველნივე დაგუბადნა კეთილთა საქმეთა მოქმედად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველნივე შექმნნა მოძიებად ღმრთისა; და მეძიებელთა მისთა ეპოების, რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა“.
აწ უკუე მათ აბრალებდით, რომელნი დაიბადნეს მოქმედად კეთილისა და ნეფსით თჳსით შეიყუარეს ბოროტი, რომელთა არავინ აიძულებდა ბოროტის-ყოფად, არამედ ნეფსით თჳსით გამოირჩიეს ბოროტი.
მათ აბრალებდით და ნუ ღმრთისა საქმეთა ჰმიზეზობთ და განკითხვა-თა მისთა გამოიკულევთ და იტყჳთ, თუ: კეთილნიმცა ოდენ კაცნი დაბადებულ იყვნეს, და ბოროტნიმცა ყოვლადვე არა იყვნეს. რამეთუ ღმერთმან არცა ერთი ქმნა ბოროტად, არამედ ყოველნივე კეთილად დაჰბადნა, და კაცად-კაცადი ნეფსით თჳსით იქმს ბოროტსა გინა კეთილსა.
აწ უკუე გრქუა თქუენ სიტყუაჲ პავლე მოციქულისაჲ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუას-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსა ესრეთ შემქმენ?“
რამეთუ ყოველნივე კეთილად ქმნნა კეთილისმოქმედმან მან უფალმან. ხოლო ბოროტნი კაცნი და უკეთურნი ნეფსით თჳსით იქმნნეს უკეთურ. ვინაჲთგან უკუე იგინი ნეფსით მიდრ...
...ბაჲ მოვიდა ჩუენდა, დაიჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, და ვინაჲთგან ნათელი გამოგჳბრწყინდა, ბნელი არღარა არს, არამედ ჰგიეს მარადის ცხორებაჲ ჩუენ შორის, და სიკუდილი ვერ შემძლებელ არს ძლევად მისა. და ამისთჳს რომელ-იგი მამისათჳს ითქუმის, ძისათჳსცა ითქუმის ჭეშმარიტებით, ვითარმედ: „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვჰგიეთ“; ვითარცა პავლეცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მის მიერ დაებადა ყოველი, და ყოველივე მის მიერ ჰგიეს“. ამისთჳსცა ძირად და საფუძველად ეწოდების.
ხოლო რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“, ნუ ვი-თარცა ორთაგან საქმეთა შეერთებულსა გულისხმა-ჰყოფ ამას, რამეთუ ქუემორე მამისათჳსცა იტყჳს: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მისცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“; არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“; და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“. ხოლო ესე ყოველი თქუმუ...
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):
...ყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ, რომელიც ათენელებს ასე ეუბნებოდა: „არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად" (). ხედავ, რა ზედმიწევნით აღმოფხვრა ბრძენმა მოძღვარმა მათი შეცდომა? მან თქვა, რომ არა მხოლოდ ღვთაება არ ფლობს ხორციელ სახეს, არამედ ადამიანურ გამონაგონსაც არ ძალუძს ასეთი რამის მოფიქრება. ამას მუდმივად ეუბნეთ მათ და ნუ შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც თქვენზე იქნება დამოკიდებული: შეიძლება მოგისმინონ; შეიძლება ისურვონ ჭეშმარიტებისთვის თვალების გახელა. მაგრამ ესოდენ დიდი სიმშვიდითა და სიფრთხილით ეუბნებით რა მათ ამას, თავად კი, გთხოვთ, მტკიცედ იცავდეთ ეკლესიის დოგმატებს, ნათქვამის თანმიმდევრულობას არ არღვევდეთ. იუდეველებთან შესაფერისად ილაპარაკეთ, აუხსენით, რომ ეს სიტყვები არა რომელიმე მსახურ სულს, არამედ თავად ღვთის მხოლოდშობილ ძეს ეთქვა; არიანულად მოაზროვნეთათვის სწორედ აქედან დაამტკიცეთ ძის მამასთან თანაპატივიერება; ხოლო ღვთაებას კაცის მსგავსად წარმომდგენთ მოუტანეთ ნეტარი პავლეს სიტყვები, ეკლესიის დოგმატებით მოსპეთ ღვარძლივით აღმოცენებ...