თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ იგი თავადი შემოქმედი ყოველთაჲ არა სულმოკლე არს, არამედ მარადის ელის და მზა არს მახლობელ ყოფით მათდა, რომელთა გამოიძიონ ღმერთი საქმით აღსრულებითა ნებისა მისისაჲთა, რამეთუ იგი თავადი ჴმობს: ღმერთი მახლობელი და არა შორიელი ღმერთი ვარ. ამისთჳს განუჩინებიან დაწესებულნი ჟამნი საზღვრის დადებისანი კაცად-კაცადისათჳს, რაჲთა, ვიდრეღა სოფელსა ამას ვიყვნეთ, ჴელ-გუეწიფებოდის, ოდესცა გჳნდეს, მოქცევად მისსა და სინანულად. და ამას ყოველსა ზედა არა ხოლო მორწმუნეთა მისთა, არამედ თჳთ ურწმუნოთაცა იპყრობს და სცავს, აღმოუბრწყინვებს მზესა, და წჳმასა მოსცემს და ყოველთავე ნაყოფთა უხუებასა, რამეთუ ელის მოქცევასა და სინანულსა ჩუენსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:27
26. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა;27. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ არცა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა,28. რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17