თარგმანი: ამიერ უქადაგებს ურწმუნოთა, ვითარმედ, რომელსაცა ჟამსა მოიქცენ სარწმუნოებად ღმრთისა, არა მოიჴსენებს იგი პირველთა მათ ჟამთა შინა ურწმუნოებისა და უმეცრებისა მისისათა ქმნილთა ცოდვათა მათთა, არამედ ზოგად ყოველთა კაცთა და ყოველსა ადგილსა მიუცემიეს ნიჭი ესე, რაჲთა მოიქცენ რაჲ სინანულად, ყოველნივე ბრალნი მათნი აღიჴოცებოდიან, რამეთუ ვითარცა-ესე მზე და ჰაერნი და წჳმანი და ნაყოფნი ქუეყანისანი საზოგადოდ მოუცემიან ყოველთა კაცთადა, ეგრეთვე სინანულისა მიერ და მოქცევისა — შენდობაჲ ბრალთაჲ საზოგადო არს ყოველთა, რომელთაცა ენებოს მოსლვაჲ მისსა, და ყოველსა ადგილსა მახლობელ არს მათდა, რომელნი ხადოდიან მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:30
29. აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად.30. რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;31. ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17