მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:11

10. რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა.11. და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.12. ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18
11. და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა, ხოლო ღალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ. ზედა-მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ შჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა (18,11-13).:

თარგმანი: წელიწად ერთ და ექუს თუე ემზირებოდეს და ვერარაჲ უყვეს პავლეს, რამეთუ სცვიდა მას ღმერთი ფარულთა სივერაგეთა მათთაგან და განცხადებულად არარაჲ ჴელ-ეწიფებოდა მთავრობისაგან ჰრომთაჲსა. ამისთჳს წინაშე საყდართა სამშჯავროჲსათა წარადგინეს და შეასმენდეს ტყუვილით, ვითარცა დამჴსნელსა ღმრთისმსახურებისა წესთასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის