მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:12

11. და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.12. ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე13. და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18
12. ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა, ხოლო ღალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ. ზედა-მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ შჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა (18,11-13).:

თარგმანი: წელიწად ერთ და ექუს თუე ემზირებოდეს და ვერარაჲ უყვეს პავლეს, რამეთუ სცვიდა მას ღმერთი ფარულთა სივერაგეთა მათთაგან და განცხადებულად არარაჲ ჴელ-ეწიფებოდა მთავრობისაგან ჰრომთაჲსა. ამისთჳს წინაშე საყდართა სამშჯავროჲსათა წარადგინეს და შეასმენდეს ტყუვილით, ვითარცა დამჴსნელსა ღმრთისმსახურებისა წესთასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის