თარგმანი: წელიწად ერთ და ექუს თუე ემზირებოდეს და ვერარაჲ უყვეს პავლეს, რამეთუ სცვიდა მას ღმერთი ფარულთა სივერაგეთა მათთაგან და განცხადებულად არარაჲ ჴელ-ეწიფებოდა მთავრობისაგან ჰრომთაჲსა. ამისთჳს წინაშე საყდართა სამშჯავროჲსათა წარადგინეს და შეასმენდეს ტყუვილით, ვითარცა დამჴსნელსა ღმრთისმსახურებისა წესთასა.
12. ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე13. და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა.14. და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18