თარგმანი: აჰა ესერა ჰურიათაგანნიცა განვლენ ქადაგებად; არა ლიტონნი და უსწავლელნი, არამედ სიტყუა-მეცნიერნი და ძლიერნი წიგნთაგან. ხოლო საძიებელ არს აპოლოჲსთჳს, უკუეთუ ნათლისცემაჲ ოდენ იოვანესი იცოდა, ვითარ მდუღარე იყო სულითა, რამეთუ სული წმიდაჲ არა მიეცემოდა იოვანეს ნათლისღებითა ნათელღებულთა; ვითარ-იგი წამებენ ათორმეტნი კაცნი პავლეს მიერ კითხულისა მიმგებელნი, ვითარმედ: "არცაღა თუ ყოფაჲ გუასმიეს სულისა წმიდისაჲ და უკუეთუ ამათ ნათლის-ცემაჲ უჴმდა კუალად სახელითა იესუჲსითა და მაშინღა მიიღეს სული წმიდაჲ, ვითარ აპოლო იოვანეს ნათლისღებითა ოდენ მიმღებელ იქმნა მადლსა სულისასა? — ვიტყჳთ უკუე ამის პირისათჳს, ვითარმედ ანუ ერთი იყო ას-ოცთა მათგანი, რომელთა ნათელ-იღეს სიონს ათორმეტთა მოციქულთა თანა სულითა წმიდითა და ცეცხლითა, გარდამოსლვასა მას სულისა წმიდისასა; გინათუ, ვითარ-იგი კორნილიეთ ზედა იქმნა პირველ წყლითა ნათლისღებისა აღვსებაჲ სულითა წმიდითა, ეგრეთვე აპოლო, იოვანეს ხოლო ნათლისღებისა მეცნიერი, ღირს-იქმნა მადლსა სულისა წმიდისასა სიმდიდრითა მით სარწმუნოებისაჲთა, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რომლისათჳსცა მიმოვიდოდა ყოველთა შორის ქადაგებად...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 18:25
24. ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან.25. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი.26. ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 18