თარგმანი: ვითარცა არს ჩუეულებაჲ კეთილთა და ჭეშმარიტთა აღმწერელთაჲ, არა კმა-იყო ჰამბავი ოდენ მაფუცებელთაჲ, არამედ ზედა-მიწევნით გჳთხრობს სახელსა მამისასა, ვითარმედ მღდელთმოძღუარი იყო სკვეა, გარეგან წესთა შჯულისათა ქმილისა მისგან განმრავლებისა მღდელთმოჭღუართაჲსა, და რიცხუსა ძეთასა, ვითარმედ მღდელთმოძღუარსა მამასა ვერცა ერთი შჳდთა მათ ძეთაგანი განესწავლა წესიერებით შინა ჯდომად, არამედ მიმოვიდოდეს მსგავსად მათსა, რომელნი ეშმაკთა სახელებითა აფუცებენ ეშმაკთა და იგინი გზა-სცემენ მოყუასთა, რაჲთა განსლვითა მათითა არწმუნონ მაფუცებელთა მათ რწმუნებაჲ საცთურსა ეშმაკთასა. ესრეთ უკუე მიმომავალთა მათ და მაფუცებელთა შჳდთა ძეთა სკევაჲსთა, მსგავსად სახელისა ეშმაკთაჲსა, ღონე საფასეთა შეძინებისა ყვეს უზეშთაესი იგი ყოველთა სახელთაჲ — სახელი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელსა პავლე ქადაგებდა , და თჳნიერ ყოვლისა სარწმუნოებისა, ნუ-უკუე კიცხევითცა სახელ-სდებდეს სახელსა მისსა, რომელი-იგი პავლეს მიერ თქუმითა საზარელ ეშმაკთა არს, ხოლო სკევაჲს ძეთა იგი ურწმუნოებით და კიცხევით თქუმაჲ თჳთ ეშმაკმან მათდავე საბასრობელ ყო. ეტყოდა და ჰრქუა:...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:15
14. იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს.15. მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ?16. და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19