მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:16

15. მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ?16. და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით.17. და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19
16. და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა (19,1-3).

თარგმანი: ზემო კერძოდ ადგილად უწოდს აღმოსავალისა ადგილთა - კესარიასა და გარემოჲსთა მისთა, რომელნი-ესე ლიტონად მოვლნა პავლე თჳნიერ დაყოვნებისა, და, მი-რაჲ-იწია ეფესოდ, უწყოდა საქმე მუნ დამთხუეულთაჲ მათ, არამედ თჳთ მათ კითხვით გზა-უყოფს აღსაარებად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ უწყოდინ რაჲმე მოძღუართა ბრალი მოწაფეთაჲ, ნუვე უთხრობენ მათ, არამედ კითხვით გამოჰკითხედ, რაჲთა თჳთ აღიარონ და უმეტესი მადლი აქუნდეს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ფრიად განყოფილ იყვნეს ესენი აპოლოჲსგან, რამეთუ მას ესე ოდენ აკლდა, რომელ სხუაჲ ნათლისცემაჲ. არა იცოდა თჳნიერ იოვანესსა, ხოლო სხჳთ ყოვლით კერძო ძლიერ იყო ქადაგებითა ქრისტესითა და მჴურვალებითა სულისაჲთა. ამისთჳს არა ეჴმარა მას ნათლისცემაჲ სხუაჲ თჳნიერ უსრულესად განსწავლაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის