თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუნდა პავლეს, რაჲთა ჟამი განსაცდელთაჲ იჴუმიოს მან ჟამად ქადაგებისა, ფრიადითა უშიშოებითა სულისაჲთა. ამისთჳს შევიდოდა შორის ერისა, არამედ მოწაფეთა დააყენეს და მორწმუნეთა მთავართა მიუმცნეს მას, რაჲთა არა შევიდეს შორის ერისა უწესოდ აღბორგებულისა და მიიღოს მათგან წყლულებაჲ სასიკუდინე ცემითა უწყალოჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:30
29. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარსრულნი.30. ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა.31. და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19