თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუნდა პავლეს, რაჲთა ჟამი განსაცდელთაჲ იჴუმიოს მან ჟამად ქადაგებისა, ფრიადითა უშიშოებითა სულისაჲთა. ამისთჳს შევიდოდა შორის ერისა, არამედ მოწაფეთა დააყენეს და მორწმუნეთა მთავართა მიუმცნეს მას, რაჲთა არა შევიდეს შორის ერისა უწესოდ აღბორგებულისა და მიიღოს მათგან წყლულებაჲ სასიკუდინე ცემითა უწყალოჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:31
30. ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა.31. და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას.32. სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19