მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 19:32

31. და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას.32. სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს.33. ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 19
32. სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს (19,32).:

თარგმანი: ღაღადებაჲ ესე და უმეცრებით ჴმობაჲ ჩუეულებაჲ არს ერისა უწესოჲსაჲ, რომელნი მზა იყვნიან შფოთისათჳს, თჳნიერ გამოკითხვისა მიზეზთაჲსა, ვითარ-იგი თქუმულ არს ძუელთა ფილოსოფოსთაგანისა ვისგანმე, ვითარმედ: რაჟამს სიჭაბუკე ერისაჲ მიიწიოს ადგიდ რისხვისა, მსგავს იყვის ნაკუერცხალთა დამშრეტელად ზედა დადებულსა მას ნივთსა, აღმაგზებელად ალისა, ყოვლად მარჯუედ განჴმელსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის