თარგმანი: კაცად და ძმად უწოდს მოკიცხართა, რაჲთა ჩუენ გუასწავოს სიმშჳდით სიტყუად ესევითართა მიმართ, და "მკჳდრ იერუსალემისა, რამეთუ დიდად შესხმად შეერაცხა მათ სახელის-დებაჲ მკჳდრად იერუსალემისა. ხოლო ყურად-ღებასა იტყჳს სიტყუათასა და არა სიტყჳსასა, რამეთუ სიტყუაჲ მრავალ გზის თავით თჳსითცა რასმე შემოიღებს ღონიერებასა, ხოლო სიტყუანი - ასონი არიან ზოგადისა ყოველთა გუამისანი და წინამდებარისა საქმისაგან შემომკრებელნი ჭეშმარიტებისანი, თჳნიერ ყოვლისა მოპოვნებისა. ამისთჳსცა "სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო". ვითარ-იგი გესმის დავითისაგან. რამეთუ ყურად-ღებაჲ უფროჲს არს სმენისა. ამისთჳს აწ მოციქული ყურად-ღებასა ეტყჳს სიტყუათა თჳსთასა, რაჲთა არა გარეთ წარიჴადნენ, არამედ შინაგან შეიხუნენ იგინი, ვითარცა თესლი სიღრმესა მიწისასა ნაყოფიერებად მას შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:14
13. ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან.14. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი,15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2