თარგმანი: არა ეტყჳს ვითარმედ "იკიცხევით", არამედ სიმშჳლით მიუგებს: "ვითარ თქუენ ჰგონებთო", რამეთუ არა წინა-განწყობაჲ ჰნებავს, არამედ რაჲთა სარწმუნოებად ღმრთისა მოიყვანნეს. ამისთჳს ჟამისაგან დღისა ამხილებს, ვითარმედ ვერ ეგების მესამესა ჟამსა დღისასა სიმთრვალე კაცთა ღმრთის მოშიშთაჲ, და რომელნი უცხოთა ენათა იტყჳან; რამეთუ სიმთრვალე ჯერეთ ერთსა მასცა ენასა შეუმრღუევს, რომელი სიყრმითგან უწყოდის, არათუმცა წმიდად მეტყუელ ყვნა ახალთა და უცხოთა ენათა, რომელნი არაოდეს უწყოდნეს. გარნა მოკიცხართა მათ სიტყუაჲ, მწამებელი სიმთრვალისაჲ, მათდა მიმართ იყო, რომელნი არა მეცნიერ იყვნეს ენათა მათ, რომელთა იტყოდეს მოციქულნი; რამეთუ მათ ვერ აცთუნებდეს, რომელთა იცოდნეს ენანი იგი და ხედვიდეს დაუბრკოლებლად მეტყუელსა მოციქულთასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:15
14. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი,15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე.16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2