თარგმანი: იხილე, ჵ მორწმუნეო, და სახე განიგე პეტრესგან, ვითარ სიტყჳთა უფლისაჲთა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ დაჰჴსნის წინააღმდგომსა. და შენცა, რაჟამს წინა-გიყოს მწვალებელმსნ სიტყუაჲ საძიებელი, ნუ სიტყუა-მეტნობითა და ენა-მჭევრობითა, არამედ წამებითა წმიდათა წერილთაგან შემოღებულითა წინა-აღუდგებოდე, რამეთუ მოპოვნებული ყოველი დაიჴსნების, ხოლო წერილისა დაჴსნად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ ჴმასა ღმრთისასა ვინ-მცა უძლო დაჴსნად! და კუალად ესეცა ისწავე, რაჲთა, რომელიცა უფროჲს შესაწყნარებელ უჩნდეს წინააღმდგომსა ძუელთა გინა ახალთაგანი, მიერცა შემოიღებდე სიტყუასა. ვითარ-ესე ხედავ; რამეთუ არა გესმის პეტრესგან, ვითარმედ: "ქრისტემან აღგჳთქუა მოვლინებაჲ სულისაჲ". და ესე თუმცა ეთქუა, მყის გარე-მიაქცევდეს მსმენელნი იგი სიტყუათა მათ მისთა. ამისთჳს მამისა მიერ შემოიღებს სიტყუასა წინაჲსწარმეტყუელებისაგან იოველისსა, რომლისა სახელი გამოითარგმანების "უფლისა ღმრთისად", და ძუელად თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებით უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს — აწ საქმე აღსრულებულად უჩუენებს, რაჲთა სიტყუანი საქმით სარწმუნო...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:16
15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე.16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ:17. და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2