მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:29

28. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა.29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.30. წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა და სადლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღდმდე (2,29).:

თარგმანი: აჰა ესრეთ განცხადებულად ეტყჳს, ვითარმედ ზემო თქუმულნი ესე სიტყუანი არა თავისა თჳსისათჳს თქუნა დავით, არამედ ქრისტესთჳს. გარნა პირველად კაცად და ძმად უწოდს მათ, და პატივით მამათმთავარ სახელ-სდებს დავითს. და ეგრეთღა მათ შორის მყოფად საფლავად დავითისსა მიუწოდს, რაჲთა, რაჟამს მას შინა განხრწნილად იხილნენ ჴორცნი მისნი და შიშულად — ძუალნი, გულისჴმა-ყონ, ვითარმედ ქრისტესთჳს თქუა მან არა-ხილვაჲ განსახრწნელისაჲ.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კვ: ვითარმედ არა უჴმს მდგომარესა ვიდრე აღსასრულადმდე მინდობაჲ თავისა თჳსისაჲ, არცა რომელი დაეცეს, უჴმს სასოწარკუეთილებაჲ:

...9,34)

და სოლომონ შემდგომად ესევითარისა მის ცოდვისა, რომელ ცოდა, ჴსენებისათჳს სათნოებათა დავითისთა არა განაგდო მეფობისაგან. და ესოდენ იყო დიდებაჲ მისი, ვიდრეღა პეტრე მოციქული შემდგომად ესოდენთა წელთა ეტყოდა ერსა, ვითარმედ: „ჯერ-არს განცხადებულად თქუმად მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა“. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ეტყოდა რაჲ ჰურიათა, გამოაჩინებს, ვი-თარმედ შემდგომად ცოდვისა მის ესრეთ მოეცა კუალად მადლი სულისა წმიდისაჲ, ვიდრეღა ღმრთეებისა მისისათჳს წინაჲსწარმეტყუელებად ღირს იქმნა; რამეთუ ენება რაჲ პირთა მათ ურცხჳნოთა დაყოფაჲ, ესრეთ ეტყოდა: „ვითარ დავით სულითა ხადის მას უფლით და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა?“

ესე ყოველი კმა არს გამოჩინებად სათნოებათა მის ნეტარისათა, რამეთუ რომელი ღმერთმან განამართლოს, ვინ არს დამსჯელ მისა? ხოლო გნებავს თუ თითოეულად მოღუაწებისა მისისა ცნობად, რომელი შემდგომად ცოდვისა მის აჩუენა, იხილოთ იგი წიგნსა შინა „მეფეთასა“ და წიგნსა შინა „ფსალმუნთასა“. მუნ იხილოთ კადნიერებაჲ მისი ღმრთისა მიმართ, სიყუარული, ერთგულებაჲ, ვიდრე აღსასრულამდე კეთილისმოყუარებაჲ. კუალად წიგნსა შინა „ფსალმუნთასა“ იხილოთ, რავდენი გლ...

სრულად ნახვა