მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:32

31. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი.32. ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;33. მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
32. ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე (2,32).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვთქუ რაჲ არახილავად ჴორცთა მისთა განსახრწნელი. ნუ გგონიეს, ვითარმედ სხუად ვიტყჳ ძესა ღმრთისასა და სხუად — ძესა ქალწულისასა, არამედ მასვე და ერთსა გუამითა მრჩობლ ბუნებად ვქადაგებ, რომელი-იგი ბუნებითა ჴორცთაჲთა მომკუდარი აღადგინა ღმერთმან მამამან, რომლისათჳს ჩუენ მოციქულნი ამას ვწამებთ, ვითარმედ, ვინაჲთგან მამაჲ რასაცა იქმოდის, ძალითა თჳსითა იქმს, ცხად არს, ვითარმედ ძალ მამისა არს ქრისტე, ღმრთისა ძალი და ღმრთისა სიბრძნე, და ესრეთ, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა ზოგად არიან აღმადგინებელ ბუნებისა ჴორცთაჲსა, რომელნი ჩუენგან შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან. ამისთჳს ყოველივე ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ, დაღაცათუ ხილულად სიმდაბლისა სიტყუათა აზმნობს უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, არამედ, რაჟამს სიღრმე ძალისა მათისაჲ გულისჴმა-ჰყო, ერთბამად ქადაგებს ღმრთეებასა და კაცებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი არს ღმერთი სრული და კაცი სრული.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის