თარგმანი: ზოგად შობისათჳს და აღდგომისა დავითის თესლისაგან ყოფისა და ყოველთა ზედა მეუფებისა ქრისტესისა წამებაჲ შემოართუა მათ, რამეთუ საყდარი და მის ზედა დაჯდომაჲ მეუფებისა სასწაული არს. ესრეთ უკუე შესხმითა დავითისითა სარწმუნო ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, და საფლავისა მისისა წინა დადებითა ცხად ყო მისი განხრწნადობაჲ. და მისთავე სიტყუათაგან წინა-მოსწავებულ ყო აღდგომაჲ ქრისტესი, რომლისაჲ-იგი ახალსა საფლავსა დადებაჲ წამებს, ვითარმედ უეჭუელად მოკუდა ბუნებითა ჴორცთაჲთა. ხოლო ამისსა შემდგომად ცარიელ ყოფაჲ საფლავისაჲ განაცხადებს მესამისა დღისა დიდებით აღდგომასა მისსა, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა იქმნა აღმადგინებელ ბუნებისა მის ჴორცთა მოკუდავთაჲსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:31
30. წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა.31. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი.32. ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2