თარგმანი: მიტევებაჲ უკუე ცოდვათაჲ ყოველთავე სწორად მიეცემის ნათლისღებისა მიერ, ხოლო ნიჭი სულისა წმიდისაჲ — სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა და შემსგავსებულად წინა-განწმედისა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ზემო თქუმულისა მის მიერ იოველის წინაჲსწარმეტყუელებისა ყოველთავე სწორად განუკუთნებს აღთქუმასა სულისა წმიდისა მიფენისასა ზოგად მამათა და შვილთა, რომელ-ესე არს უმეტესი სიმდიდრე მადლისაჲ. და ამისსა შემდგომად წარმართთა შორიელობისა მოწოდებასა აუწყებს, რომელი-ესე ჟამიერად ყო, რამეთუ ვინაჲთგან ეძჳნებოდა ჰურიათა მოწოდებაჲ წარმართთაჲ, ესევითარსა ჟამსა მიუთხრა მათ იგი, ოდეს არღარა სცალდა მათ შურობად. რამეთუ სულსა მონანულსა და დამსჯელსა და მაბრალობელსა თავისა თჳსისასა არღარა ვისდა შურობად მოეცალების.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:39
38. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ.39. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან.40. და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2