მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:42

41. და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ.42. და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა.43. და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
42. და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა (2,42).:

თარგმანი: ესევითარი უჴმს შეცვალებაჲ ცხორებისაჲ ახალ ნათელღებულთა, რაჲთა კრძალულებით ისმენდენ ჴმასა მოძღუართა მათთასა, და, ვითარცა სიწმიდით მყოფნი, სიწმიდით ეზიარებოდინ საიდუმლოთა, და ლიტონისა საზრდელისა მიმღებელ იყვნენ და სამარადისოდ ილოცვიდენ, რაჲთა კეთილად დაიმჳდროს და ყოვლად განისუენოს მათ შორის მადლმან სულისამან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის