მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:8

7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ?8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ.9. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუამდინარისანი, ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიაჲსანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიაჲსანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენით ენითა დიდებასა ღმრთისასა?! (2,8-11).:

თარგმანი: ჰურია ეწოდებოდა ამათ ყოველთა, დაღაცათუ სხჳსა და სხჳსა ქუეყანისანი იყვნეს, რამეთუ ჰურიათა შჯულითა იყვნეს, ხოლო ენაჲ კაცად-კაცადმან მის ქუეყანისაჲ უწყოდეს, რომელსა შინა შობილ და აღზრდილ იყვნეს. გარნა თუ ვითარ მიმო-განთესულ იყვნეს, ცხად არს, ვითარმედ რომელნიმე ტყუეობისა მიერ და რომელნიმე ნებსით მიმოსლვითა ვიეთცა შორის დაშენებულ იყვნეს და მუნ შვილ ესხნეს. და ამისთჳს შჯულითა გინა თუ ნათესავით ჰურიათა — სახელი მის ქუეყანისაჲ ეწოდებოდა, სადა შობილ და აღზრდილ იყენეს, დაღაცათუ უკუანაჲსკნელ ღმრთისმოშიშებისათჳს იერუსალემს დაშენებულ იყვნეს, მახლობელად ტაძრისა და წესთა მამულთა, და ზოგად მეცნიერ იყვნეს თჳსსა ენასა, რომელი იყო შჯულისა ჰურიათაჲსაჲ და რომელი იყო ქუეყანისაჲ მის, სადა შობილ იყვნეს. ამისთჳს განკჳრვებით იტყოდეს ურთიერთას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ვითარ ჩუენ გუესმის მათგან თითოეულსა თჳსითა ენითა ჩუენითა, რომელსა შინა შობილ ვართ? ცხად არს, ვითარმედ აწინდელისა ამის თჳსისა ქუეყანისა ენისა სმენაჲ ამისთჳს უკჳრს, რამეთუ პირველ შჯულისა მის ოდენ მათისაჲ ესმოდა მათგან ებრაული ენაჲ, და ვითარ აწ ქუეყანისაცა მათისა ენითა ზრახვენ, სადა-იგი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის