მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:7

6. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი.7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ?8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ?
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან, გალილეველ? (2,7).:

თარგმანი: ყოველნივე იგი ყოველთა თესლთაგან შემოკრებულნი საკჳრველებით გამოეძიებდეს ერთი ერთისა თანა და იტყოდეს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ანუ არა ყოველნი ესე, რომელნი იტყჳან, გალილეველ არიანა? გალილეველობაჲ უკუე მოციქულთაჲ უწყოდეს მოწფობითაცა ქრისტესითა, და კუალად ენისაგანცა პირველისა, რომელთა ერთი იგი ხოლო ებრაული ენაჲ უწყოდეს, და მეყსა შინა ესოდენთა ენათა მეტყუელ იქმნნეს თჳნიერ სწავლისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის