თარგმანი : შეიშურვა ეშმაკმან გულსმოდგინებაჲ იგი მსმენელთაჲ და ინება შეწუხებაჲ მათი სიკუდილითა ევტჳქისითა, ხოლო სახიერმან ღმერთმან პავლეს მიერ დაჰჴსნა ღონე სივერაგეთა მისთაჲ და აღადგინა ჭაბუკი იგი ესოდენ მოსწრაფედ მსმენელი საღმრთოთა სიტყუათაჲ, რომელ ვერცაღა ძილისა მძლავრებასა წარეყვანა იგი დაწოლად, და მუნვე ჰბრძოდა იგი ძილსა. ხოლო იმძლავრა ძილისაგან არა უდებებითა, არამედ ფრიად განგრძობითა პავლეს სიტყუათაჲთა. გარნა შენ იხილე სიმდაბლე პავლეს გონებისაჲ, რამეთუ რომლისაჲ-იგი სული განსრული კუალად-აგო და აღადგინა სიკუდილისაგან, ამის ზედა ქმნილსა სასწაულსა თჳსსა ჰფარვიდა სიტყჳთა ამით, რაჟამს თქუა არა ვითარმედ "მე აღვადგინო მკუდრეთით", არამედ — "სული მისი მის თანა არსო". ესრეთ აღადგინა რაჲ იგი, მაშინღა აღვიდა და ჭამა პური, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე უცალო იყო სწავლისაგან მათისა, რომელნი ჭამდეს, და მცირედ რაჲ პირიჴსნა, კუალად განაგრძო სწავლაჲ ვიდრე განთენებამდე, რამეთუ დაღაცათუ, ვითარცა უსრულთა, ვერ უთხრა მათ, არამედ ამისთჳს ეგოდენ განაგრძო სწავლაჲ მათი, რამეთუ ვერღარა ჴელ-ეწიფებოდა მათ ხილვაჲ პირისა მისისაჲ ჴორციელად, ვითარ-იგი ქვემო-რე ეფესელთა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:12
11. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა.12. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ.13. ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესამ რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20