თარგმანი: მიტჳლინი არს ქალაქი დიდისა მის ჭალაკისა ლეზბოჲსაჲ, ხოლო ქიონი საჩინოჲ ჭალაკი იონთაჲ, რომელსა ჰიონ ეწოდა ჰიოჲსაგან უკეანოსისა, გინა თუ თოვლისაგან ფრიადისა, რომელი მოვალს მუნ. ხოლო სამონი არს წარჩინებული ჭალაკი კარიაჲსაჲ, რომელსა სამონ ეწოდა სიმაღლისათჳს, რამეთუ ძუელნი ელენნი მაღალსა სამონ უწოდდიან, ხოლო ტრონგჳლიაჲ არს სოფელი მჳკალისაჲ და მჳკალაჲ — ქალაქი კარიაჲსაჲ, ხოლო კარიაჲსა სოფელსა მის შორის აქუს მდინარე ერმოჲსაჲ. და მელიტონი არს უპირატესი ქალაქი კარიაჲსაჲ იონთაჲ, რომელსა მელიტო ეწოდა მხუევრისა მის მცენარისაგან, რომელსა ზმილაკ უწოდიან. ამათ ჭალაკთა და ქალაქთა თანა-წარვლასა მოიჴსენებს ლუკა, მსგავსად ჩუეულებისა კაცთა, ზედა-მიწევნით თხრობისა აღმწერელთაჲსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:14
13. ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესამ რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ.14. ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტჳლინდ.15. და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგჳლიას შინა, და მეორესა დღესა მოვედით მელიტონდ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20