თარგმანი: ვინაჲთგან წინა-განაკრძალნა და შეაძრწუნნა შემოსლვისათჳს მგელთაჲსა, აწ ნუგეშინის-სცემს ლოცვით შევედრებითა ღმრთისაჲთა, და მოაჴსენებს სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელ არს ერთ-ღმრთეებად ქადაგებაჲ წმიდისა და ერთ-არსისა სამებისაჲ. ამისთჳს არა თჳსაგან იტყჳს მამისათჳს და ძისა და სულისა წმიდისა, ვითარმედ: "რომელნი შემძლებელ არიან", არამედ ერთად ძალად შემოჰკრებს გუამითა განყოფილთა მათ და ერთისა მისთჳს ბუნებისა მათისა ჴმობს: "რომელი შემძლებელ არს", არა "აღშენებად", არამედ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დაშენებად თქუენდა. რამეთუ არა ვითარცა უშენთა უჴმდა ახლად აღშენებაჲ, არამედ, ვითარცა პავლეს მიერ აღშენებულთა საფუძველსა ზედა ღმრთისა მიმართისა სარწმუნოებისასა, უჴმდა აღმატებაჲ ნაშენებთაჲ სარწმუნოებასა ზედა კეთილთა საქმეთასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:32
31. ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.32. და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა.33. ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20