თარგმანი: შაბათ უწოდდეს ყოველთა უქმთა დღესასწაულთა, და ყოველნი იგი დღენი ერგასისნი შემდგომად აღვსებისა უქნელებისა და დღესასწაულობისათჳს შაბათებ იწოდებოდეს. ხოლო აწ ერთად შაბათთად კჳრიაკესა იტყჳს, და ამით ცხად ჰყოფს, ვითარმედ ვერცა უქმობაჲ, ვერცა დღესასწაულობაჲ, ვერცა ჟამი სერობისაჲ, ვერცა ღამე ძილისა მიერ განჰკუეთდეს სიტყუასა პავლეს ქადაგებისასა, არამედ ყოველივე გარეწარად შეერაცხა, და ერთსა ზედა სერობასა მწუხრითგან შუა ღამემდე განაგრძობდა სწავლასა სულთა საცხორებელსა, და უფროჲსღა მაშინ, ოდეს ეგულებოდის ცვალებაჲ ადგილისაჲ. ვისმინოთ ჩუენ და განვიფრთხოთ; მასწავლელთა — სწავლად, და მოსწავლეთა - სმენად ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა წურთითა საუფლოთა შჯულთაჲთა, რაჲთა მსგავს მოციქულთა შესაკრებელისაჲ იყოს კრებული ჩუენი, რაჟამს არა შუებად და გემოვნებად, არამედ ლიტონასა პურისა განტეხითა ზრდად ჩუეულ ვიყვნეთ, ვითარცა მოწაფენი მოციქულთანი, რამეთუ აწცა და მარადის დღითი-დღე, არა ხოლო პავლე, არამედ მის თანა და მის მიერ ყოველთა საეკლესიოთა მოძღუართა შორის ქრისტე ჴმობს პირითა წინამძღუართა და მწყემსთა სულიერთაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:7
6. ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა, და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე.7. და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე.8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20