მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:9

8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.10. გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20
9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით, ხოლო ჯდა ვინმე ჭაბუკი ერთი სახელით ევტჳქოს სარკუმელსა ზედა, და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ-სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი. გარდამოვიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე, და ესრეთ განვიდა. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ (20,8-12).:

თარგმანი : შეიშურვა ეშმაკმან გულსმოდგინებაჲ იგი მსმენელთაჲ და ინება შეწუხებაჲ მათი სიკუდილითა ევტჳქისითა, ხოლო სახიერმან ღმერთმან პავლეს მიერ დაჰჴსნა ღონე სივერაგეთა მისთაჲ და აღადგინა ჭაბუკი იგი ესოდენ მოსწრაფედ მსმენელი საღმრთოთა სიტყუათაჲ, რომელ ვერცაღა ძილისა მძლავრებასა წარეყვანა იგი დაწოლად, და მუნვე ჰბრძოდა იგი ძილსა. ხოლო იმძლავრა ძილისაგან არა უდებებითა, არამედ ფრიად განგრძობითა პავლეს სიტყუათაჲთა. გარნა შენ იხილე სიმდაბლე პავლეს გონებისაჲ, რამეთუ რომლისაჲ-იგი სული განსრული კუალად-აგო და აღადგინა სიკუდილისაგან, ამის ზედა ქმნილსა სასწაულსა თჳსსა ჰფარვიდა სიტყჳთა ამით, რაჟამს თქუა არა ვითარმედ "მე აღვადგინო მკუდრეთით", არამედ — "სული მისი მის თანა არსო". ესრეთ აღადგინა რაჲ იგი, მაშინღა აღვიდა და ჭამა პური, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე უცალო იყო სწავლისაგან მათისა, რომელნი ჭამდეს, და მცირედ რაჲ პირიჴსნა, კუალად განაგრძო სწავლაჲ ვიდრე განთენებამდე, რამეთუ დაღაცათუ, ვითარცა უსრულთა, ვერ უთხრა მათ, არამედ ამისთჳს ეგოდენ განაგრძო სწავლაჲ მათი, რამეთუ ვერღარა ჴელ-ეწიფებოდა მათ ხილვაჲ პირისა მისისაჲ ჴორციელად, ვითარ-იგი ქვემო-რე ეფესელთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის