თარგმანი : შეიშურვა ეშმაკმან გულსმოდგინებაჲ იგი მსმენელთაჲ და ინება შეწუხებაჲ მათი სიკუდილითა ევტჳქისითა, ხოლო სახიერმან ღმერთმან პავლეს მიერ დაჰჴსნა ღონე სივერაგეთა მისთაჲ და აღადგინა ჭაბუკი იგი ესოდენ მოსწრაფედ მსმენელი საღმრთოთა სიტყუათაჲ, რომელ ვერცაღა ძილისა მძლავრებასა წარეყვანა იგი დაწოლად, და მუნვე ჰბრძოდა იგი ძილსა. ხოლო იმძლავრა ძილისაგან არა უდებებითა, არამედ ფრიად განგრძობითა პავლეს სიტყუათაჲთა. გარნა შენ იხილე სიმდაბლე პავლეს გონებისაჲ, რამეთუ რომლისაჲ-იგი სული განსრული კუალად-აგო და აღადგინა სიკუდილისაგან, ამის ზედა ქმნილსა სასწაულსა თჳსსა ჰფარვიდა სიტყჳთა ამით, რაჟამს თქუა არა ვითარმედ "მე აღვადგინო მკუდრეთით", არამედ — "სული მისი მის თანა არსო". ესრეთ აღადგინა რაჲ იგი, მაშინღა აღვიდა და ჭამა პური, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე უცალო იყო სწავლისაგან მათისა, რომელნი ჭამდეს, და მცირედ რაჲ პირიჴსნა, კუალად განაგრძო სწავლაჲ ვიდრე განთენებამდე, რამეთუ დაღაცათუ, ვითარცა უსრულთა, ვერ უთხრა მათ, არამედ ამისთჳს ეგოდენ განაგრძო სწავლაჲ მათი, რამეთუ ვერღარა ჴელ-ეწიფებოდა მათ ხილვაჲ პირისა მისისაჲ ჴორციელად, ვითარ-იგი ქვემო-რე ეფესელთა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:8
7. და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე.8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20