მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:25

24. ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაჲთა დაიყჳნნენ თავნი მათნი და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათჳს იგი ესმა შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ სჯულსა.25. ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა დამშთვრისა და სიძვისა.26. მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
25. ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა დამშთვრისა და სიძვისა.
თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალნენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა და მშთვრისა და სიძვისა (21,25).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ, ჰურიათა მოძღუარნი, ესოდენ მიმშუებელ ვექმნენით წარმართთა, რომელ არცა რაჲ ერთი ჰურიაებრთა წესთაგანი ვიძიეთ მათგან, და ამით ჯერითა არა დავაბრკოლენით ჰურიანი, ეგრეთვე შენ პავლესთჳს, მოძღურისა მათისა, არა დაბრკოლდენ წარმართნი მცირედ სათნო-ყოფისათჳს ჰურიათაჲსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის