მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:26

25. ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა დამშთვრისა და სიძვისა.26. მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი.27. ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა, შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21
26. მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი.
თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი (21,26).:

თარგმანი: ძალ-ედვა პავლეს განმართლებაჲ თავისაჲ წინა-დაცუეთითა მით ტიმოთესითა, ვითარმედ არა წინა-აღმდგომი არს შჯულისაჲ, არამედ სიმდაბლითა გონებისაჲთა იქმნებოდა ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, თანა-წარყვანებითა მით კაცთაჲთა და მათ თანა განწმედითა. რამეთუ შემდგომად კუეცისა შჳდ დღე შეწირვაჲ უნდის მსხუერპლისაჲ კაცად-კაცადსა აღკუეცილთა მათგანსა. ესრეთ უკუე შჳდთა მათ დღეთა დღითი-დღე შევიდოდა პავლე ტაძრად და მიუთხრობდა და არწმუნებდა ყოველთა, ვითარმედ არა ხოლო სხუათა არა აყენებს, არამედ თჳთცა დაუყენებელად აღასრულებს შეწირვასა მსხვერპლისასა შჳდთა მათ დღეთა განწესებულთა. ესრეთ უკუე, სადაცა ევნებოდის სარწმუნოებასა ქრისტეანეთასა, მუნ უმკუეთელეს მახჳლისა იყვის, ხოლო სადა არარაჲ ვნებაჲ შეემთხუეოდის სარწმუნოებასა ქრისტიანეთასა, მუნ აჩუენებდის ყოველსავე სახესა სიმდაბლისა და მორჩილებისასა ყოვლადქებული მოციქული პავლე, ვითარცა ყოვლითურთ მორჩილი ბრძანებათა ქრისტეს მეუფისათაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის