თარგმანი: არა კმა-იყვეს შორიელი შესმენაჲ, არამუშა ცილის წამებითა მუნცა წარმართთა ტაძრად შეყვანებისაჲთა უმეტეს აღაბორგეს ქალაქი იგი, რომელნი არა თუ თაყუანის-ცემად აღსრულსა წარმართსა აყენებდიან ტაძრად შესლვად, ვითარ-იგი იოვანე იტყჳს სახარებასა შინა თჳსსა: იყვნეს წარმართთაგანნიცა ვინმე აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. ამათ არა აყენებდეს, ხოლო აწ პავლეს ურწმუნოთა ვიეთმე წარმართთა, არა თაყუანისა-ცემისა, არამედ ბასრობისათჳს ტაძრად შეყვანებულთა სწამებდეს, რომლისათჳს აღშფოთნა ერი. და მყის სტეფანესებრ პავლესცა განითრევდეს დაქოლვად და მოკლვად, არათუმცა განგებუდებითა საღმრთოჲთა დაჴშულ იყვნეს მათდა კარნი ტაძრისანი, რაჲთა ვერ განიყვანონ იგი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:30
29. რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა პავლე.30. აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი.31. და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალჱმი შეკრებულ არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21